თეა წულუკიანმა ჰამარბერგისგან რჩევები მოისმინა

   იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს თომას ჰამარბერგს შეხვდა. თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ქვეყანას, როგორც სახელმძღვანელო. “დიდი იმედი გვაქვს, რომ ჰამარბერგის რჩევა დაგვეხმარება იმ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებიც ხელშეკრულების ხელმოწერისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს, როგორც სახელმძღვანელო. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ერთხმად დაამტკიცებს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. უნდა დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებები უნდა იყოს მთავრობისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი სხვა დანარჩენ პრიორიტეტებთან ერთად, როგორიც არის სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა”, – განაცხადა მინისტრმა. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩევლის თომას ჰამარბერგის განცხადებით, მან იუსტიციის მინისტრთან ერთად დეტალურად განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელსაც იგი ოპტიმისტურად უყურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები