“მოქალაქე თავს დამესხა, მისი ლექსიკა იყო „მოღალატე“, ასევე, იყო დედის გინება” – ლევან ბერძენიშვილი
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა, უცნობმა მამაკაცმა ბერძენიშვილის მისამართით კვერცხიც ისროლა, თუმცა, როგორც ყოფილმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ნასროლი არ მოხვედრია.
„ჭავჭავაძეზე მოქალაქე თავს დამესხა. უცხო პირი დამხვდა ქუჩაში, როცა უნივერსიტეტიდან გამოვედი. მისი ლექსიკა იყო „მოღალატე“, ასევე, იყო დედის გინება. არ გაჩერდა, ვიდრე ყველაფერი არ თქვა, მერე ჯიბეში კვერცხი აღმოაჩნდა, ისროლა, მაგრამ ვერ მომარტყა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.