“2024 წელს საქართველომ მოგზაურობიდან 4.42 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო” – ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.42 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია.
„აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები – 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან – 18.9%-ით შემცირდა.
2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან – 41.6%, საუდის არაბეთიდან – 21.2%, აზერბაიჯანიდან – 18.1 %, ირანიდან – 17.9%“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2024 წელს შემდეგნაირად ნაწილდება: