7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის მზაობა გამოთქვა, თუმცა უცნობია, მიეცემა თუ არა მას ამის საშუალება.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი სოციალურ ქსელში გუშინ გამოთქვა. „აბა, ვნახოთ  თუ გაბედავენ ხვალ “სასამართლოზე” ჩემს ჩართვას”, – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები