ჰაიტიზე ტროპიკული ქარიშხალ “არლენის” მიერ გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის შედეგად, 15 ადამიანია დაღუპული, 8 ადამიანი დაკარგულია.
ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის გენერალურმა დირექტორატმა გამოაცხადა.
მათივე ცნობით, სტიქიისგან 7 475 ოჯახი დაზარალდა, დაიტბორა 1219 სახლი, დასავლეთის დეპარტამენტიდან, დაახლოებით 13 390 ადამიანია ევაკუირებული.
ჰაიტის ქარიშხალი 3 ივნისს დილის საათებში დაატყდა.
უხვმა ნალექმა რამდენიმე მდინარის ადიდება გამოიწვია, ზოგიერთ რაიონში მეწყრული პროცესი დაიწყო.