ზუგდიდის მერია ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს

2 ივნისიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახალ სოციალურ პროგრამას, ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა” იწყებს.

აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ: ეტლით მოსარგებლე პირები, კიდურის ამპუტაციით განპირობებული გადაადგილების შეზღუდვისა და მხედველობის არ მქონე პირები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს განახორციელებს.

31 მაისიდან სერვისის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 599 805 853

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს გადაეცა 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები