გამოფენა მანჰეტენზე და ახალი კოლექცია – ზალიკო ბერგერის ამერიკული წარმატება (ფოტო)
ქართველი დიზაინერის, ზალიკო ბერგერის ახალი, გამორჩეული კოლექციის ჩვენება, გამოფენა ნიუ-იორკში მანჰეტენზე 27 მაისს, კომპლექს “სკინო”-ში შედგება.
ეს დიზაინერის პირველი ამერიკული წარმატება არ არის, თუმცა, ახალი კოლექცია თავისი კონცეფციით გამორჩეულია. უნიკალური ნამუშევრები ნატურალური და ძვირფასი ქვებით, დიზაინერ დიმიტრი მანუელთან კოლაბორაციით შეიქმნა. ნამუშევრებში ასევე გამოყენებულია ხელოვნური ყვავილები.
“ჩემს ბავშვობის მეგობართან, ცნობილ დიზაინერ დიმიტრი მანუელთან კოლაბორაციით შეიქმნა ეს კოლექცია. კომპლექს “სკინო”-ში 27 მაისს გამოფენა და პრეზენტაცია იქნება. კოლექცია ამერიკაში შეიქმნა”, – ამბობს ზალიკო ბერგერი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ტანსაცმლის ახალი ხაზის გამოშვებას გეგმავს. ის სამშობლოში დაბრუნებას და ახალი კოლექციის ჩვენებას თბილისშიც აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერის შესახებ ლათინო-ამერიკულ ჟურნალში “ჯიმარო” დაიბეჭდა და ზალიკო ბერგერი ცნობილი ჟურნალის ყდაზეც მოხვდა.