მანჰეტენზე არსებულ Green Bowling Park- ში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა
“ქალაქ ნიუ – იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მანჰეტენზე არსებულ Green Bowling Park- ში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.
“ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია, საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი – ეკატერინე გოგუაძე, მეუფე საბა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქ. ნიუ იორკში არსებული სხვადასხვა ქვეყნების გენერალური კონსულები და დიასპორული ორგანიზაციები. ცერემონიალის მსვლელობის დროს შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.