პარიზში კლიმატური აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პარიზში ეკოაქტივისტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რომლებიც ერთ-ერთი შენობის შესასვლელს ბლოკავდნენ, რომელშიც ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის – TotalEnergies-ის კრება უნდა გამართულიყო.

ადგილობრივი მედია წერს, რომ, პოლიციამ სამი გაფრთხილების შემდეგ, ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყო.

შენობასთან, დაახლოებით, 150 ადამიანი იყო შეკრებილი.

მათ ეჭირათ პლაკატები წარწერით: “მოუსმინეთ მეცნიერებს: აღარ უნდა იყოს არცერთი წიაღისეული საწვავის პროექტები”, “Total ანადგურებს, ბანკები აფინანსებენ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით”, “სოციალური და გადასახადების გარეშე არ არსებობს კლიმატური სამართლიანობა”, ასევე სკანდირებდნენ “აქციონერებო, თქვენი მოგება დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები