“საქართველოს საქმიანი ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს, რომ დიდი ღონისძიებები გაიმართოს“
გერმანიაში, ფრანკფურტის მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ქართულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ საუბრობს გამოფენის მონაწილე, კომპანია Powell Consultants-ის წარმომადგენელი გრეისი ენჯი.
“ამ შეხვედრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოს საქმიანი ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოში ბევრი დიდი სასტუმრო და სივრცეა, შესაძლებელია გაიმართოს დიდი ღონისძიებები, კონგრესები. საქართველოს აქვს მრავალფეროვანი ბუნება, დაწყებული მთებით, პლაჟებით და კულტურით დამთავრებული, საქართველო ნამდვილად დაფარული საგანძურია, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. ვფიქრობ სასტუმროებისა და საღონისძიებო სივრცეების ფასები ნამდვილად მიმზიდველი ფაქტორია. არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მოუთმენლად ველოდები საქართველოში მოგზაურობას“-ამბობს გრეისი ენჯი
გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.