ირანის პარლამენტმა რუსეთთან სტრატეგიული ხელშეკრულება დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა,  მოსკოვსა და თეირანს შორის 20-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დაამტკიცა, – ამის შესახებ სახელმწიფო მედია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, შეთანხმება წარმოადგენს ორმხრივი კავშირების გაღრმავებას, მათ შორის თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იმუშავებენ, ასევე რეგიონულ და გლობალურ დონეზე მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ირანელმა კოლეგამ მასუდ ფეზეშკიანმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს 17 იანვარს მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები