კასპში გაჩერებულ მიკროავტობუსს საპირისპირო მხრიდან მომავალი მიკროავტობუსი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.