ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
აღინიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველომ და იაპონიამ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობას სურს გააგრძელოს ძალისხმევა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.