გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 12-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. როგორც “კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბაქოში გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვს. 13 თებერვალს გიორგი მარგველაშვილი კახს ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი. დელეგაცია თბილისში 13 თებერვალს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები