„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქართველმა გლეხმა ვაზი ისევ გაჩეხოს“

  ვენახის, მარნის დაცვა და მოვლა ჩვენი ვალდებულებაა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
დღეს, “ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის” პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ქართველმა გლეხმა ვაზი ისევ გაჩეხოს.
“ვენახს და მარანს ქართველი გლეხი განსაკუთრებული შეგნებით იცავს და უვლის. მე ვამბობ სიტყვას: “იცავს”, რადგან ბოლო დროს რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა – ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ქართველმა გლეხმა კახეთში თავისი ხელით რამდენიმე ვაზი გაჩეხა. ეს იყო ტრაგედია ჩვენთვის, რაც არასდროს განმეორდება. ვაზის და ღვინის ქვეყანაში ეს აღარ უნდა მოხდეს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიზრუნოთ ამ დარგის განვითარებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, მისივე განმარტებით, ქართულ ქვევრში დაყენებული ღვინო მსოფლიოს ანცვიფრებს. “შემთხვევით არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები