ოზურგეთის სარაგბო კლუბმა, „არწივებმა” თბილისის „არმია” 20:13 დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა

“ოზურგეთის სარაგბო კლუბი „არწივები” დიდ 10-შია!” – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“თბილისში, ავჭალის რაგბის სტადიონზე გამართულ პირველი ლიგის ფინალში „არწივებმა” თბილისის „არმია” 20:13 დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

ოზურგეთში დაბრუნებულ მორაგბეებს სპორტსმენები, გულშემატკივრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები