ასპინძაში 27 წლის ბიჭს მეორე დღეა ეძებენ
ასპინძაში, სოფელ ნაქალაქევში, მეორე დღეა 27 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც “კვირას” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,მამაკაცი ბორანით გადასვლის დროს მტკვარში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მან ცურვა არ იცოდა. ადგილზე სამაშველო მოქმედებები მიმდინარეობს, პროცესში, სავარაუდოდ, მყვინთავები დღეს ჩაერთვებიან.