უამრავი ცნობილი სახე იმყოფება დღეს ვესტმინსტერის სააბატოში მეფე ჩარლზ მესამისა და დედოფალ კამილას კორონაციის ცერემონიაზე.
სტუმრები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ. აშშ-ის წარმომადგენელია პირველი ლედი – ჯილ ბაიდენი, რომელსაც თან ახლავს შვილიშვილი ფინეგანი – წყვილს აცვია ლურჯი და ყვითელი კოსტიუმები, უკრაინის დროშის ფერებში.
სტუმრებს შორის ასევე მათი თანამემამულეები არიან მომღერალი კეტი პერი, რომელიც კვირას დაგეგმილ კორონაციის კონცერტზე იმღერებს. მას ვესტმინსტერის სააბატოში მისვლისას თან ახლდა ბრიტანული Vogue-ის მთავარი რედაქტორი ედუარდ ენინფული.
და ბოლოს ცხადია, სამეფო ოჯახის წევრებიც ყურეადღების ცენტრში მოხვდნენ, ზოგიერთ მთელი რეგალიები თან აქვს, მაგალითად პრინც და პრინცესა უესექსებს. მათ თან ჰყავთ შვილები: პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი. მათი უფროსი ვაჟი, პრინცი ჯორჯი მეფის ერთ-ერთი საპატიო თანმხლები იყო, ამიტომ ის ბაბუასთან ერთად შევიდა სააბატოში.
ცერემონიას ასევე დაესწრნენ ჰერცოგი ჰარი, ხოლო მისი მეუღლე მეგანი კალიფორნიაში დარჩა შვილებთან ერთად . ჰარი სააბატოში პრინცესა ბეატრისთან ერთად შევიდა.
პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს შეუერთდა მეუღლე აკშატა მურტი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები – ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე კერი.
უცხოელ სტუმრებს შორის ასევე არიან კანადის პრეზიდენტი ჯასტინ ტრუდო თავის მეუღლე სოფისთან ერთად და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მეუღლე ბრიჯიტთან ერთად.