ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ენგურზე 3 თვეში “კანონის დამრღვევი” 150-ზე მეტი პირი დააკავეს (ფოტო)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის “ფეესბეს” თანამშრომლებმა ენგურზე სამ თვეში “წესების დამრღვევი” 150-ზე მეტი პირი დააკავეს.

კერძოდ, დაფიქსირებულია ე.წ. ადმინისტრაციული კოდექსის შემდეგი მუხლების დარღვევა: „სასაზღვრო ზონაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა”, „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევა“ და „საზღვრის რეჟიმის დარღვევა ტერიტორიულ ზღვაში და აფხაზეთის რესპუბლიკის შიდა საზღვაო წყლებში“.

აღნიშნულია, რომ დაკავებულებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

ასევე, აღძრულია სამი სისხლის სამართლის საქმე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე.

გარდა ამისა, 2023 წლის პირველ სამ თვეში საქონლის უკანონო გადაადგილების ოთხი მცდელობა აღიკვეთა, ამოღებულია 180 000 რუსულ რუბლზე მეტი ღირებულების 500 ბლოკი სიგარეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები