ზუგდიდის სასამართლოში ესებუას პროცესი გადაიდო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზად ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაყვანა დასახელდა.

როდის ჩაინიშნება ბადრი ესებუას მორიგი პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ორწლიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები