სამტრედიაში გალაკტიონის ქუჩაზე ახალი საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

გალაკტიონის ქუჩაზე ახალი საკალათბურთო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა.

საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა დაესწრო.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედანი ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში გაკეთდა.

სამტრედიის მკვიდრებმა იმედა ნიკურაძემ და სერგო რუხაძემ, გახსნასთან დაკავშირებით სამტრედიელ ნორჩ კალათბურთელებს და ფეხბურთელებს ბურთები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.

“წარმატებებს ვუსურვებ მომავალ სპორტსმენებს.
ჩვენთვის პრიორიტეტია, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ამ მიმართულებით ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამტრედიელ მეგობრებს, იმედა ნიკურაძეს და სერგო რუხაძეს გამოჩენილი ყურადღებისთვის და საჩუქრებისთვის”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

დღესვე კალათბურთში და ფეხბურთში საჩვენებელი თამაშები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები