თბილისში, სუპერმარკეტ “სპარში” მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ “სპარში” გუშინ, გვიან ღამით მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჯერ მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მაღაზიაში მყოფ მომხმარებლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და ჩაამსხვრია მინები.