„ევროჯასტმა“ და „ევროპოლმა“ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოძიებას მხარი დაუჭირეს

„ევროჯასტი“ და „ევროპოლი“ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნულია, „ევროჯასტმა“ და „ევროპოლმა“ მხარი დაუჭირეს ახალ კოორდინირებულ მოქმედებას თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის წინააღმდეგ, რომლითაც ამ დრომდე, სულ მცირე, 33 000 ადამიანი, დაახლოებით 89 მილიონი ევროთი დაზარალდა.

განცხადების თანახმად, გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, მარტში ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. გარდა ამისა, 15 ადგილას, რუმინეთში, ბულგარეთსა და ისრაელში ჩხრეკა ჩატარდა, მათ შორის ხუთ არალეგალურ ქოლცენტრში. ოპერაცია არის 2021 წლის იმავე თაღლითური სქემის გამოძიების გაგრძელება.

ევროჯასტმა მხარი დაუჭირა საგამოძიებო მოქმედებებს 2023 წლის იანვარში ონლაინ თაღლითობის სქემის შესახებ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნით და ახალი ქმედებების მოსამზადებლად ორი საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზებით.

გარდა ამისა, სააგენტომ უზრუნველყო დახმარება დაკავების ორდერების, საგამოძიებო ორდერებისა და ურთიერთსამართლებრივი დახმარების მოთხოვნის აღსრულებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციის დღეებში 33 გერმანელი პოლიციელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბულგარეთში, რუმინეთში, საქართველოსა და ისრაელში. სპეცოპერაცია ჩატარდა „ევროპოლის“ სპეციალისტების მხარდაჭერით.

ოპერაციის დროს ამოღებულ იქნა ძვირადღირებული ქონება, მათ შორის საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ნაღდი ფული, ბიტკოინები, საბანკო ბარათები და მრავალრიცხოვანი დოკუმენტები და მონაცემების მატარებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები