გორის მერია: კობლიაშვილების უსახლკარო ოჯახი აღდგომას ახალ საცხოვრებელში შეხვდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში კობლიაშვილების უსახლკარო, 7-სულიანი ოჯახი აღდგომის დღესასწაულს ახალ საცხოვრებელ კოტეჯში შეხვდება.
უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახს კოტეჯი გორის მერიამ შეუძინა.
კობლიაშვილებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – თამაზ შიოშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თამარ მულაროვი ესტუმრნენ.
ოჯახი წლებია, გორის მუნიციპალიტეტის ქირავნობის პროგრამით სარგებლობდა, რომლის ფარგლებშიც უწყება მიუსაფარ უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს ბინის ქირას უფინანსებს.
გორის მერია მიმდინარე წელს საცხოვრებელი კოტეჯით, ჯამურად, ოთხ ოჯახს უზრუნველყოფს. საცხოვრისის შეძენას უწყება მომავალ წლებშიც გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.