საჩხერეში კალიგრაფიის კონკურსი ,,ქართული ხელნაწერი“ გაიმართა

საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში, ენის დღისადმი მიძღვნილი, კალიგრაფიის კონკურსი „ქართული ხელნაწერის“ დასკვნითი ეტაპი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

12 აპრილი პოეტის მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა და კონკურსანტებმა სიმბოლურად საკონკურსო დავალება მისი შემოქმედებიდან შეასრულეს.
კონკურსში მონაწილეობას 25 კალიგრაფი იღებდა. მათგან ჟიურიმ შეარჩია 10 საუკეთესო კალიგრაფიის ავტორი. საბოლოდ კი რჩეულთაგან 3 გამარჯვებული გამოვლინდა.
I ადგილი დაიკავა მახათაურის სკოლის მოსწავლემ ანა კუპატაძემ;
II ადგილი წილად ხვდა კორბოულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ კაპანაძეს;
III ადგილოსანი კი ქეთი გოგოლაძე გახდა, რომელიც ასევე მახათაურის სკოლის მოსწავლეა.
საუკეთესო კალიგრაფები, მერმა ლევან ივანაშვილმა და ჟიურის სხვა წევრებმა დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
კალიგრაფიის კონკურსი „ქართული ხელნაწერი“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით უკვე მეხუთე წელია იმართება.

აღნიშნულ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები