ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდება
ზუგდიდში დღეს ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა ჩატარდება. ადვოკატი ხმის ნიმუშების გამოთხოვასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. დაცვის მხარე აპირებს ანალოგიური ექსპერტიზა დამოუკიდებლად ჩაატაროს. დღესვე გამოიკვლევენ მტკიცებულებებს – მათ შორის, იარაღის მასრებს, ასევე, ოდოროლოგიურ, ანუ სუნის ნიმუშებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბადრი ესებუას იარაღის შენახვისთვის 4-წლიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.