ვაკის პარკის საქმე – დღევანდელ პროცესზე 4 მოწმე გამოიკითხება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. პროცესზე 4 მოწმის გამოკითხვა იგეგმება.
ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილი ბრალი ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების შესახებ უსაფუძვლოა. დანაშაულს არ აღიარებენ თავად დაკავებულებიც. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად დაკავებულთა ნაწილს სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.