მარსელში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

საფრანგეთში, ქალაქ მარსელში 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, ჩამონგრევა აფეთქების შედეგად მოხდა, მაგრამ კონკრეტულად რა აფეთქდა ამ დროისთვის უცნობია.

„არსებობს ეჭვი, რომ ნგრევა აფეთქების შედეგად მოხდა, მაგრამ დაზუსტებით ამას ვერ ვიტყვით“, – განაცხადა ბუშ-დიუპრონის პერფექტმა კრისტოფერ მირმანმა.

მისი თქმით, შესაძლოა ნგრევა ბუნებრივი აირის აფეთქებას გამოეწვია.

ამ დროისთვის, ინფორმაცია 5 ადამიანის დაშავების შესახებ ვრცელდება. სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც. ჯერჯერობით არ არის შედგენილი დაკარგულთა სია, ჩამონგრეული სახლის არცერთი მცხოვრები ნაპოვნი არ არის. ადგილზე მაშველები მუშაობენ. სამძებრო სამუშაოებს ართულებს ხანძარი, რომელიც ნანგრევების ქვეშ გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები