გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერში იფთარს დაესწრო და მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზანის თვე მიულოცა

სოფელ ტალავერში იფთარის სუფრა გაიმართა, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და მუსლიმ მეგობრებს და თანამოქალაქეებს რამაზანის თვე მიულოცა.

„ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი არიან და ჩვენ გულწრფელად პატივს ვცემთ მათ ტრადიციებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ რამაზანის თვეს, კეთილდღეობას, დღეგრძელობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ვახშამს ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ალი ქაან ორბაი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები