გორში, ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვენტარი ცოტა ხნის წინ განახლდა.
ასევე, ჩამოხსნილია საქანელები ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერშიც.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ქალაქის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტი.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ქალაქს”, – წერია ინფორმაციაში.