საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 3 მოწმეს დაკითხავენ, მათ შორის სასამართლოში ჩვენებას პროექტის ავტორი ორგანიზაციის „ელემსის“ ერთ-ერთი არქიტექტორი შალვა ქურიძე მისცემს.

საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, შპს „ელემსის“ წარმომადგენლებმა სამუშაოების პროექტი შეადგინეს და სწორედ, პროექტის შედგენასა და გაყალბებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები.

ერთ-ერთი ბრალდებულის, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი კი აცხადებს, რომ მოწმე შალვა ქურიძეს ელექტროუსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეს. უფლებადამცველები მოწმეებს ასევე ჰკითხავენ, თუ რატომ არ იყო უსაფრთოხების ზომები მიღებული მათ დასკვნაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები