წარუმატებელი სამედიცინო რეფორმა, ანუ როგორ გაჩნდა აშშ-ში „შეშლილთა უბნები“

ფსიქიატრიული საავადმყოფო არც ისე სასიამოვნო ადგილია. 60-იან წლებში აშშ-ში ფსიქიკური საავადმყოფოების რეფორმის ჩატარება სცადეს. მათი ნაწილი დაიხურა, ხოლო სხვაგან პაციენტების სტაციონარში მკურნალობის ხანგრძლივობა მინიმუმადე დაიყვანეს. მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ, ავადმყოფებს სახლში უშვებდნენ. ასეთმა მიდგომამ არაფერი კარგი, ცხადია, არ გამოიწვია.
მეორე მსოფლიო ომი ეკონომიკური კრიზისის მიზეზი გახდა. ის აშშ-საც შეეხო, სადაც მედიცინისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა. ასეთი მიდგომა მაშინვე აისახა ფსიქიკურად დაავადებულთა მდგომარეობაზე, ბევრმა მათგანმა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობაც კი დაკარგა.
1945-1946 წლებში ცნობილმა ჟურნალისტმა, ალბერტ მაიზელმა ჩაატარა გამოძიება, რის შედეგებიც ჟურნალ Life -ში გამოქვეყნდა. მაიზელმა ბევრი და საჭირო სამუშაო ჩაატარა. მან ფსიქიატრიული კლინიკების 3000-ზე მეტი თანამშრომელი გამოკითხა – ისინი ომის პერიოდში და მას შემდეგაც მუშაობდნენ. სურათი სულაც არ იყო დამაიმედებელი.
დაბალი ხელფასების გამო, მომუშავე პერსონალის კატასტროფული დეფიციტი იყო. გარდა ამისა, ფსიქიატრიული კლინიკები გადავსებული იყო და პაციენტები ხშირად ერთ საწოლსაც კი იყოფდნენ. ავადმყოფები დაძონძილები დადიოდნენ, შიმშილობდნენ, ხოლო მკურნალობდნენ მათ ძალიან ძველი, შეიძლება ითქვას, ბარბაროსული მეთოდებით.
იმ დროს აშშ-ში ლობოტომიის პრაქტიკა იყო განვითარებული, სისხლის გამოშვება და პაციენტების ძალით გაკავებაც ხშირი იყო,
მაიზელის გამოძიების შემდეგ, ფსიქიატრიულების სავალალო მდგომარეობაზე საუბარი დაიწყეს. ამერიკულ საზოგადოებაში შფოთვა ამ საკითხთან დაკავშირებით სულ უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ,  ხელისუფლებამ რეფორმის ჩატარება გადაწყვიტა დაძველებულ, არაეფექტურ სისტემაში. მაგრამ აი გზა მათ ნამდვილად ცუდი აარჩიეს.

როგორ განხორციელდა ფსიქიატრიული საავადმყოფოების რეფორმა

ფსიქიკურად დაავადებულთა მკურნალობის მიდგომის შეცვლაზე პირველად ამერიკელებს არ უფიქრიათ. ამ საკითხში გზა გაკვალა იტალიელმა პროფესრომა, ფრანკო ბაზალიამ. მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ კლინიკა ფსიქიკურად დაავადებულთათვის, როგორც ხანგრძლივი იზოლაციის ადგილი, უნდა გამქრალიყო.
მეცნიერის შეხედულებას ისეთი ქვეყნებიც იზიარებდნენ, როგორიცაა შვეიცარია, შვედეთი და იტალია. ისინი ავადმყოფებს პალატებში წლობით აღარ აჩერებდნენ.
გადამწყვეტი როლი ამ ცვლილებებში ითამაშა პირველი ანტიფსიქოზური მედიკამენტის – ქლორპრომაზინის შექმნამ. მისი გამოყენება 1954 წელს დაიწყეს, თავიდან ნარკოზის სახით, შემდეგ შიზოფრენიის სამკურნალოდ. მედიკამენტი პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას იძლეოდა. ამიტომ, მათ მასობრივად უშვებდნენ სახლში სამკურნალოდ, ასევე, ანაწილებდნენ სარეაბილიტაციო ცენტრებსა და შ.შ.მ. პირთა სახლებში. 1956 წელს მედიკამენტი აშშ-ის 37 შტატის კლინიკაში შევიდა. მკურნალობის შემდეგ ბევრი პაციენტი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა და სამსახურიც კი დაიწყო.
თერაპიის მეთოდის ეფექტურობა აღიარეს და ამან დიდი როლი ითამაშა შემდგომ მოვლენებში. 60-იან წლებში, როდესაც ხელისუფლებაში კენედი მოვიდა, ამერიკის ფსიქიატრიული მედიცინის შეცვლა დაიწყო.
1963 წელს გაჩნდა „კანონი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, რომელსაც გადატრიალება უნდა მოეხდინა მედიცინის ამ განხრაში. რეფორმების ძირითადი იდეა მდგომარეობდა ბიუჯეტური კლინიკების დახურვა. პაციენტებისთვის ამბულატორიული დახმარება ავადმყოფობის გამწვავების პერიოდში უნდა მომხდარიყო. 1956 წელს გაჩნდა დაზღვევა – Medicare და Medicaid ღარიბებისთვის. სამედიცინო დახმარების სიაში იყო ფსიქიატრიული დახმარებაც. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები საერთო პროფილის სანატორიუმებში მოათავსეს.
1975 წელს კიდევ ერთი კანონი გამოვიდა. მათ რეგიონულ ამბულატორიულ ცენტრებს დაავალეს არამხოლოდ ფსიქიკურად დაავადებული პაციენტების მკურნალობა, ახლა კლინიკებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა ასეთი პაციენტების სოციალურ ადაპტაციაზე.
მათ გახსნეს განყოფილებები, რომლებსაც ეხებოდა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამუშაოს მოძებნა, ტრენინგები, კვების ბარათების გაცემას და სხვა. მაგრამ არ იყო საკმარისი დაფინანსება და რამდენიმე წლის შემდეგ პროექტმა არსებობა შეწყვიტა.

„შეშლილთა უბნები“

ამასობაში, ფსიქიატრიული საავადმყოფოები იხურებოდა. 1955 წელს კლინიკაში ადგილის მოპოვება 300-დან 1 ადამიანს შეეძლო. 2004 წელს ყველაფერი იმდენად გაუარესდა, რომ დახმარებას 3000 დაავადებულიდან მხოლოდ  1 ადამიანი იღებდა.

ბევრი, ვინც მკურნალობა და მხარდაჭერა ვერ მიიღო – დაიღუპა. ასევე, გაიზარდა უსახლკაროთა რაოდენობა და დამნაშავეთა რიცხვი. რეფორმირების დროს, 1955 წლიდან 1998 წლამდე კლინიკებში ადგილების რაოდენობა 100 ათასზე 339 ადამიანიდან 21-მდე შემცირდა. დღეს სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებისგან 10 მილიონამდე ამერიკელი იტანჯება. მაგრამ ამერიკული ფსიქიატრიის ბიუჯეტი საერთო სამედიცინო ხარჯების მხოლოდ 6 % მოიცავს.
პაციენტების 90 %, რომელთაც ადრე მკურნალობა საავადმყოფოში შეეძლო, ახლა ჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობს. როგორც წესი, ამ ადამიანებს დაბალი სოციალური სტატუსი აქვთ და უსახლკაროები არიან. ამის გამო დიდ ქალაქებში გაჩნდა „შეშლილთა უბანი“, სადაც ალბათობა, რომ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს შეხვდები – ძალიან დიდია.
ამ ადამიანებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი – მოხვდნენ კერძო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მაგრამ კომერციული დაწესებულებები უარს ამბობენ სოციალური დაზღვევის მქონე პაციენტების მკურნალობაზე.
შედეგად, 2012 წელს აშშ-ის ციხეებში გაცილებით ბევრი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი იყო, ვიდრე – თავად ფსიქიატრიულ კლინიკებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები