პრემიერის ბრძანებით, მარინე მიზანდარი თანამდებობიდან გათავისუფლდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ 10 თებერვლით დათარიღებულ პრემიერის ბრძანებაშია აღნიშნული.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით გათავისუფლდეს მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე”, – ნათქვამია ბრძანებაში. მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 5 თებერვალს მიმართა.