ჩოხატაურში დაკარგული შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, 2-დღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.