გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ცხოველმა დაგლიჯა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.