სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს, სავარაუდოდ, გულის შეტევა აქვს

სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ 63 წლის კაცს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.

ინფორმაციას მისი უფლებადამცველი, თამარ თედლიაშვილი ადასტურებს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

შეგახსენებთ, 63 წლის კაცი 15 წლის გოგოს მიმართ, რომელიც შშმ პირია, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. შემთხვევა ქარელის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები