“ჩემი იყო” – ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას აღიარებს
ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს.
ამის შესახებ მან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა. საუბარია დაკავების დროს წარდგენილ ბრალდებაზე.
,,დიახ, თავს დამნაშავედ ვცნობ. ჩემი იყო ის იარაღი”, – თქვა ესებუამ.
მოსამართლის კითხვაზე, რომელიმე უფლება ხომ არ დარღვეულა მის მიმართ, ესებუამ უპასუხა, რომ არა.
ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადად 5 აპრილი განისაზღვრა.
“ჯიხაშკარში დაკავების ეპიზოდზე საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ესებუას განაჩენი 5 აპრილს გახდება ცნობილი.