შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცმა 15 წლის გოგოზე იძალადა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.