„ჩვენთვის დიდი სტიმულია ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერა“
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს ხვდება. მინისტრი ამარიკელი კორგრესმენების მიმართავას გამოეხმაურა, სადაც კონგრესმენები ნატოს გაფართოებას, მათ შორის საქართველოსთვის „MAP”-ის მინიჭებას მხარს უჭერენ. კახა კალაძის თქმით, ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერა დიდი სტიმულია საქართველოსთვის, რაც ნათლად ადასტურებს ამერიკის მეგობრულ კეთილგანწყობას ქართული სახელმწიფოს მიმართ. მისივე განცხადებით, მთავრობა თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო მალე გახდეს ნატოსა და ევროკავშირის სრუუფლებიანი წევრი.
„ჩვენთვის დიდი სტიმულია ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერა, რაც ნათლად ადასტურებს ამერიკის საქმიან და მეგობრულ კეთილგანწყობას ქართული სახელმწიფოს მიმართ. კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის და ქვეყნის მოსახლეობის სურვილი და განწყობა, რათა საქართველო გახდეს დემოკრატიული, თანამედროვე და თავისუფალი აზროვნების ქვეყანა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ამისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, მნიშვნელოვანია ქვეყანაში განხორციელდეს რეფორმები, და ჩვენ ჩვენი მხრივ ვიღებთ ყველანაირ პასუხისმგებლობაა, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს,“ -განაცხადა კალაძემ.