დიმიტრი ჩიქოვანი ჟურნალისტს უჩივის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი POSTV-ის ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს ცრუ დასმენის გამო პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.
ჩიქოვანის თქმით, საქმე ეხება POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თითქოს მან თათია სამხარაძეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობას შსს 126-ე და 143-ე მუხლებით იძიებს.