ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 მარტისთვის გადაიდო

ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 მარტისთვის გადაიდო. ცხრა ბრალდებულის ადვოკატებს შესავალი სიტყვა დღეს უნდა ეთქვათ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ დღეს ამისთვის მზად არ არიან და პროცესის გადადება მოითხოვეს.

მანამდე დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა განიხილეს, მათ შორის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის მოთხოვნა, საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის დართვის თაობაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები