ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი პირი თბილისს ეწვევა

   თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე კნუდ ბარტელსი კომიტეტის წევრებთან ერთად ეწვევა. სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უმასპინძლებს. დღესვე ბარტელსი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება, ხვალ კი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან გამართავს შეხვედრას. სამხედრო კომიტეტის სხდომა 28+1 ფორმატში სასტუმრო “რედისონში” გაიმართება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები