პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შსს-მ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი დააჯარიმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის შესაბამისად დაჯარიმდნენ, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას ან სხვა სახელმწიფოს დროშის, გერბის შებღალვას გულისხმობს და ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები