სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით  მიმდინარეობს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  სოფელ ბახვში „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით  გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,  ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები