ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.
სხდომას ბრალდებულიც ესწრება.
დღევანდელ პროცესზე დაყაჩაღების დროს მძევლად აყვანილი პირები იკითხებიან. ამასთან, სხდომაზე დისტანციურად გამოიკითხება მოწმე, რომელთან ერთადაც ესებუამ ბანკის შენობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს, ჯიხაშკარში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.