თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ ღვარცოფს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ამ დროისთვის 9 დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ შანლიურფას პროვინციის გუბერნატორმა, სალიჰ აიჰანმა NTV-ს ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ შანლიურფაში 4 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
დატბორილია ქალაქების ქუჩები, ხელისუფლება მოსახლეობას დატბორილი ადგილების დატოვებისკენ მოუწოდებს.
წყალმა საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში შეაღწია, ევაკუირებულია 200-მდე პაციენტი.
წყალდიდობა ასევე ფიქსირდება მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში გაშლილ კარვებისა და კონტეინერების ბანაკებში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ადიამანის პროვინციაში, ტუტის რაიონში ღვარცოფს წელიწად-ნახევრის ბავშვი ემსხვერპლა.
შანლიურფასა და ადიამანში სახლების უმეტესობა დატბორილია.