ესებუას საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება – პროცესი დღეს განახლდება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
დაკავებულის ადვოკატი ექსპერტიზის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ესებუა 2020 წლის ოქტომბერში ზუგდიდში ბანკზე მომხდარ თავდასხმაში არ მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუა 2-წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს პოლიციამ ჯიხაშკარში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
სახელმწიფო ბრალდება მას ტერორისტული აქტის მოწყობასა და ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას ედავება.