რუმინეთის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

   რუმინეთის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტში გამოხატულია რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისადმი. რეზოლუციის მიღებას საპატიო სტუმრის სტასუსით რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრნენ. რეზოლუცია სენატის სხდომაზე რუმინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თვმჯდომარემ, სტეფან ოპრეამ წარადგინა.
“რუმინეთის პარლამენტმა, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ჩვენი გადაწყვეტილების – გავხდეთ ევროპის და ნატოს წევრები. ეს რეზოლუცია არის ერთგვარი შეჯამება იმ პოზიციების, რაც რუმინეთში არსებობს საქართველოს მიმართ. ჩვენი ვიზიტის ამოცანა ზუსტად ისაა, რომ ჩვენი მეგობრები – ის ქვეყნები, ის პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს ჩვენი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში, კიდევ უფრო მობილიზებული იყვნენ უახლოესი თვეების, წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით დაგვჭირდება. ამ ვიზიტიდან ჩვენ კონკრეტული შედეგით დავბრუნდებით ქვეყანაში არა მარტო ამ რეზოლუციით, არამედ კონკრეტული შეთანხმებებით იმის შესახებ, თუ რუმინეთის პარლამენტი როგორ დაეხმარება საქართველოს პარლამენტს ევროინტეგრაციის გზაზე ანუ იმ გზაზე, რაც მათ უკვე გავლილი აქვთ”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რეზოლუციის მიღების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები