ბადრი ესებუას სასამართლო გრძელდება – დღეს პროცესზე მოწმეები გამოიკითხებიან

საქართველოს ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. პროცესზე დღეს მოწმეები გამოიკითხებიან. . საქმეში სულ 160-მდე მოწმეა – მათ შორის ყოფილი მძევლები. გამოკითხული კი, ამ ეტაპზე, დაახლოებით 30 ადამიანია.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მათ კითხვები აქვთ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა სხდომაზე არანაირი შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ბადრი ესებუა დაესწრება, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკზე თავდასხმა ზუგდიდში 2020 წლის ოქტომბერში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები