საქალაქო სასამართლოში 7 მარტის აქციაზე დაკავებულების საქმეს განიხილავენ – მოსამართლემ 2 მათგანი დარბაზიდან გაათავისუფლა

საქალაქო სასამართლოში 7 მარტის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები ეტაპობრივად ინიშნება. ამჟამად დაკავებულები სასამართლოში არ იმყოფებიან და მათი მიყვანის დრო უცნობია.

დაკავებულებს შორისაა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა მოსიაშვილი და გიორგი მუმლაძე. სასამართლომ მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა განიხილოს.

ამასთან, სასამართლომ უკვე განიხილა აქციაზე დაკავებული ორი პირის საქმე და მოსამართლემ ორივე მათგანი დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცნობისთვის, 7 მარტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტების მოწნააღმდეგეთა აქციაზე შსს-მ 66 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები